ოქროს ბურთის ორგზის მფლობელი ალექსია პუტელასი, ბარსელონაში გატარებული 14 დაუვიწყარი სეზონისა და 38 მოგებული ტიტულის შემდეგ, კატალონიურ კლუბს დაემშვიდობა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.
სანამ მისი მომავალი კლუბის ვინაობა ოფიციალურად ცნობილი გახდება, ესპანელი ვარსკვლავი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გულშემატკივრის ამპლუაში ადევნებს თვალს.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტელიასი ლონდონ სიტი ლაიონესში გადასვლასთან არის ახლოს, თუმცა მისით ამერიკული NWSL-ის გუნდებიც ინტერესდებიან.
GOAL-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ახლა მთლიანად მუნდიალზეა კონცენტრირებული და ესპანეთის ნაკრებს გულშემატკივრობს. მან ხაზი გაუსვა, რომ კაცთა ნაკრების წარმატება ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებასა და მომავალი თაობების მოტივაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. პუტელიასი პირადად დაესწრო ლოს ანჯელესში გამართულ მატჩს, სადაც ესპანეთმა ავსტრია 3:0 დაამარცხა და ტურნირისგან დიდ სიამოვნებას იღებს.