იბერია 1999 ეროვნული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრას დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.
დედაქალაქური დერბი 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ კონფერენს ლიგაზე გასამართი პირველი მატჩის წინ, ეს იბერია 1999-ის ბოლო საშინაო თამაში იქნება.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 15 ოქტომბერს, ბელგიაში სენტ-ტრუიდენს დაუპირისპირდება.
როგორ მოვიგოთ სუპერ პრიზები?
გულშემატკივრებს გელოდებათ გრანდიოზული გათამაშება, სადაც მატჩის ბოლოს გამოვლინდება 10 გამარჯვებული - გეძლევათ შანსი მოიგოთ არაერთი პრიზი: PlayStation 5, ელექტრო სკუტერი, AirPods, იბერიას მერჩი, ბურთები და სხვა საინტერესო საჩუქრები.
იბერია 1999-ის ყველა საშინაო მატჩის ბილეთი ავტომატურად გრთავს სეზონის გრანდიოზულ გათამაშებაში, სადაც შანსი გაქვს მოიგო ახალთახალი Audi Q5, ორკაციანი საგზური, 15.000₾, 10.000₾ ან 5.000₾ და კიდევ არაერთი პრიზი.
გათამაშებაში მონაწილეობას იღებთ დოლურაში თქვენი გათამაშების ბილეთის ჩაგდებით, გამარჯვებულები კი გამოვლინდებიან მატჩის ბოლოს.
გელოდებით სტადიონზე, ერთად შევქმნათ განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფერო!
იბერია 1999 vs დინამო თბილისი - ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ

