უეფას ერთა ლიგის მე-3 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთს დაუპირისპირდება.
პუშკაშ არენაზე გასამართ შეხვედრას სერბ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მატჩის მთავარი არბიტრი სრჯან იოვანოვიჩი იქნება. მას ასისტენტობას თანამემამულეები - უროშ სტოიკოვიჩი და მილოშ სიმოვიჩი გაუწევენ.
მეოთხე მსაჯის ფუნქციას ასევე სერბი ნოვაკ სიმოვიჩი შეასრულებს.
VAR-ის ოთახში ასევე სერბი არბიტრები იმუშავებენ - ვიდეოასისტენტი მომჩილო მარკოვიჩი იქნება, ხოლო VAR-ის ასისტენტის ფუნქციას იელენა ცვეტკოვიჩი შეასრულებს.
ივანოვიჩმა უნგრეთის მატჩი 2025 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პორტუგალიასთან (2-2) იმსაჯა, სადაც მოთამაშეებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა.
უნგრეთისა და საქართველოს მატჩი 2 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება.