7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის ექს-კაპიტანმა, როი კინმა, ლივერპულთან მატჩის შემდეგ, ემიუს თავკაცი გააკრიტიკა.
„მგონი, მან მატჩის შემდეგ რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია. არ ვიცი, რამდენად ძლიერი იყო სასმელი, მაგრამ ის ძალიან გახარებული მომეჩვენა, რაც მაოცებს - აშკარაა, რომ ის ხედავს იმას, რასაც მე ვერა.
მან იუნაიტედი თამაშობს როგორც საშუალო დონის, ან სულაც პატარა კლუბი და სრულიად გაუგებარია, რის ხარჯზე აპირებს გამარჯვებების სტაბილურად მოპოვებას.
ახლა ისინი ვილას და ტოტენჰემს 4-5 ადგილებისთვის ებრძვიან და ამ ბრძოლაშიც აგებენ. ამიტომ, ტენ ჰაგის ოპტიმიზმს ვერ ვიზიარებ. შეიძლება, უკვე ძალიან მოხუცი და ბურტყუნა ვარ." - აღნიშნა კინმა.
კომენტარები