მეისონ გრინვუდი რომას მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა.
ჟურნალისტ ალფრედო პედულას ინფორმაციით, კლუბი მზადაა, მოლაპარაკებებში მაქსიმალური აქტიურობა გამოიჩინოს, რათა გუნდის შეტევის მარჯვენა ფლანგი გააძლიეროს.
ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროზე ნაკლებია და მარსელი მზადაა, მას შეელიოს. მთავარ კონკურენტად თურქული ფენერბაჰჩე მოიაზრება, რომელმაც ფეხბურთელს უკეთესი პირადი პირობები (წლიური 7 მილიონი ევრო რომას 5 მილიონის წინააღმდეგ) შესთავაზა, თუმცა ისინი მარსელთან სატრანსფერო თანხაზე ოფიციალურად ჯერ არ შეთანხმებულან.
ასევე არსებობს მადრიდის ატლეტიკოს ფაქტორი, თუმცა რომას მხარეს თავად გრინვუდის და მისი გარემოცვის პოზიტიური განწყობაა.
კლუბის ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ წარმატებისთვის გადამწყვეტი სწრაფი მოქმედება იქნება. ალფრედო პედულა აღნიშნავს, რომ მომდევნო კვირის დასაწყისი იქნება მნიშვნელოვანი. რომას სტრატეგია უკვე შეცვლილია: დროის დაკარგვის ნაცვლად, გუნდი აპირებს გარიგება ოთხშაბათამდე გადაწყვიტოს და კონკურენტებს დაასწროს.