მადრიდის რეალმა ოფიციალური განცხადებით კატეგორიულად უარყო ჩელსის ნახევარმცველ ენცო ფერნანდესის ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ხმები.
სამეფო კლუბი აცხადებს, რომ არანაირი მოლაპარაკება, არც პირდაპირი და არც ირიბი გზით, არ შემდგარა და კლუბს არც მომავალში აქვს დაგეგმილი არგენტინელი ფეხბურთელის შეძენა.
ეს განცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ენცო ფერნანდესის აგენტმა, ხავიერ პასტორემ, მედიასთან არაერთხელ განაცხადა, რომ ფეხბურთელი რეალის ინტერესის სფეროშია და მხარეები შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ.
მადრიდულმა კლუბმა მკაცრად დაგმო მსგავსი უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელება, რაც, მათი თქმით, ქმნის დაბნეულობას გულშემატკივრებში და აზიანებს როგორც კლუბებს, ისე თავად მოთამაშეებს.
რეალი ხაზს უსვამს, რომ ჩელსისთან შესანიშნავი ინსტიტუციური ურთიერთობა აქვს და პატივს სცემს როგორც თავად ენცოს, ისე ლონდონურ კლუბს.