ლივერპულის კულისებში სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები გრძელდება.
კლუბის სპორტული დირექტორი, 47 წლის რიჩარდ ჰიუზი, მერსისაიდულ გრანდს ტოვებს და კარიერას საუდის არაბეთის პრო ლიგაში, კერძოდ კი ალ ჰილალში გააგრძელებს. The Athletic-ის ინფორმაციით, არაბული კლუბი მზად არის ევროპელ ფუნქციონერს ასტრონომიული ანაზღაურება შესთავაზოს, რათა ის რიადში გადაბარგდეს და ძველ კოლეგას, საიმონ ფრენსისს შეუერთდეს, რომელიც ალ ჰილალის სატრანსფერო პოლიტიკას უკვე ხელმძღვანელობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიუზს ლივერპულთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მისი ბოლო აკორდი იქნება ენფილდზე. ის სრულად უზრუნველყოფს კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას მხარდაჭერას, რომელიც თავად შეარჩია გუნდისთვის არნე სლოტის წასვლის შემდეგ. ირაოლას წინაშე მძიმე ამოცანა დგას, რადგან ლივერპულმა გასული სეზონი ფიზიკურადაც და მენტალურადაც საკმაოდ სუსტად ჩაატარა.
ალ ჰილალი, რომელსაც ინტერის ყოფილი დამრიგებელი სიმონე ინძაგი წვრთნის და შემადგენლობაში კარიმ ბენზემა, რუბენ ნევეში და კალიდუ კულიბალი ჰყავს, აგრესიულად ცდილობს ტოპ-კლასის ევროპელი მენეჯერების მოზიდვას.
ჰიუზის წასვლის შემდეგ, Fenway Sports Group მერსისაიდელებისთვის ახალი სპორტული დირექტორის ძებნას ოფიციალურად დაიწყებს.