ლონდონის ტოტენჰემს მილანის ვარსკვლავის, რაფაელ ლეაუს შეძენის შანსი მიეცა.
იტალიური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა პორტუგალიელი შემტევი საკუთარ გეგმებში არ შეიყვანა და ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა სთხოვა. გასულ სეზონში მილანმა სერია ა-ში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, რის გამოც კლუბი ფინანსურ წნეხს განიცდის და იძულებულია წამყვანი მოთამაშეები შეელიოს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელები ლეაუს სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა განიხილავენ იჯარასაც, 70-მილიონიანი სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტით. თავად ფეხბურთელმაც ღიად განაცხადა, რომ იტალიის დატოვება და პრემიერლიგაში ძალების მოსინჯვა სურს. ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი ლონდონში შემტევ ფეხბურთს ნერგავს, რაც ლეაუს სტილს იდეალურად შეესაბამება. სანამ სატრანსფერო საკითხები გადაწყდება, ფეხბურთელი სრულად მუნდიალზეა კონცენტრირებული, სადაც პორტუგალიის ნაკრები 1/16 ფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება.