რონალდინიო იმედოვნებს, რომ ლამინ იამალი ფეხბურთის ისტორიაში შევა.
„მე და მესი უკვე ისტორიის ნაწილი ვართ, ახლა მოვიდა დრო, იამალმაც იგივე გააკეთოს. თავის ასაკში ის საუცხოო ფეხბურთს თამაშობს, რაც უბრალოდ დაუჯერებელია.
ასეთი ფეხბურთელების ყურება ძალიან მომწონს, ისინი ფეხბურთს უკეთესს ხდიან. იმედია, ის ჩვენნაირ კარიერას აიწყობს.
კარგია თუ ცუდი იამალის მესისთან შედარება? მთავარია, რომ ლამინს ხალხისთვის სიხარული მოაქვს, ისევე, როგორც თავის დროზე მე, ჩემს შემდეგ კი მესის.
იმედი მაქვს, ის იმავე გზით სვლას გააგრძელებს, რომელსაც ახლა ადგას." - აღნიშნა რონალდინიომ.