ბარსელონას ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ჰანსი ფლიკმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
გერმანელი სპეციალისტი კატალონიურ გუნდს სათავეში გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა და მისი თავკაცობით ბარსელონამ 54-დან 43 მატჩი მოიგო.
ფლიკის ბარსელონამ ამ სეზონში ესპანეთის სუპერ თასის, კოპა დელ რეისა და ლა ლიგის ჩემპიონობა შეძლო.
"შოუ უნდა გაგრძელდეს. ჰანსი ფლიკი 2027" - წერს ბარსელონას ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში.