ესპანური Marca მადრიდის რეალის გარშემო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სამეფო კლუბი სერიოზულად განიხილავს ნიკო უილიამსის გამოსასყიდი თანხის გადახდას, ხოლო თუ ასე მოხდა, დიდი ალბათობით, მადრიდულ გრანდს როდრიგო დატოვებს.
რეალში მიიჩნევენ, რომ 58 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი თანხა ატლეტიკის შემტევის სანაცვლოდ კარგი შესაძლებლობაა და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ღირს.
ესპანეთის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის დამატებით გასულ ზაფხულს ბარსელონა იყო დაინტერესებული, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა.
ნიკო უილიამსი ევრო 2024-ზე ფურია როხასთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.