ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის მოთამაშეების კონტრაქტებზე ისაუბრა.
"ჩვენ შჩესნი მისი გამოცდილების გამო დავიმატეთ და მას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ. იმედი გვაქვს, ის აქ თამაშს გააგრძელებს.
რაფინიასა და ინიგოს ახალი კონტრაქტებიც ბოლო ფაზაშია. ჩვენ გვინდა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივების ყველა პროცესი დავასრულოთ და შემტეგ ახალ ტრანსფერებზე გადავიდეთ.
ლამინ იამალი უკვე დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას. ჩვენ უბრალოდ მისი ხელმოწერა გვჭირდება მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება.
რაფინია ახალ კონტრაქტს გააფორმებს. დეკუს ძლიერი კავშირი აქვს რაფასთან. მოთამაშე პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად თვლის თავს. ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან ჩვენც და მასაც სურს, რომ ის დარჩეს.
ფრენკი დე იონგის სიტუაცია საჩქაროა. ჩვენ არ გვსურს მოთამაშე, რომელსაც კონტრაქტში ერთი წელი აქვს დარჩენილი. მან ეს იცის, ამაზე ვისაუბრეთ. ის ძალიან მოტივირებული. ჩვენ ძალიან მოგვწონს ნიდერლანდული სკოლა, მასთან ერთად თამაშში ვდომინირებთ." - უთხრა ლაპორტამ TV3-ს.