ვალენსიას ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გაავრცელა.
"ვალენსიას გულშემატკივრების მიმართ უსამართლობისა და სიცრუის პასუხად, კლუბმა დოკუმენტური ფილმის პროდიუსერებს წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა მესტალიაზე მომხდარი სცენის შესახებ, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.
სიმართლემ და პატივისცემამ ჩვენი გულშემატკივრებისთვის უნდა გაიმარჯვოს. ვალენსია იტოვებს უფლებას ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ლეგალურ გზებს მიმართოს." - წერია კლუბის განცხადებაში.
საქმე ეხება ნეტფლიქსის დოკუმენტურ ფილმს ვინისიუს ჟუნიორის შესახებ, რომლის ერთ-ერთ სცენაშიც გადმოცემულია, რომ ვალენსიას გულშემატკივრები ბრაზილიელს "mono"-ს (მაიმუნი) ეძახიან, ვალენსიაში კი მიიჩნევენ, რომ ეს ასე არ იყო და სცენა რეალობას არ ასახავს.