კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთის თამაშის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
40 წლის ფეხბურთელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.
VIDEO: 951 და 952 - კრიშტიანუ რონალდუმ დუბლით თავის გუნდს მოაგებინა
„ალ ნასრმა მოიგო, მე კი ორი გოლი გავიტანე, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია. სულ ვამბობ, რომ ხანგრძლივი კარიერა მხოლოდ ვნებით მიიღწევა და მე დღემდე მაქვს ეს ვნება.
განურჩევლად იმისა, ვახერხებ თუ არა გოლების გატანას, ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ეს სულ ასე იყო. ფეხბურთს 23-24 წელია ვთამაშობ, ეს ჩემი ცხოვრებაა.
მინდა იქამდე გავაგრძელო, სანამ ფეხები ამის შესაძლებლობას მაძლევს." - აღნიშნა რონალდუმ.