კილიან მბაპემ კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის რეალის ეტალონი უწოდა.
- რას ფიქრობ, შეგიძლია რონალდუს აჯობო?
„არ ვიცი, როგორ უნდა გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. ყველამ იცის, რომ რონალდუ რეალში ნომერ პირველია, ყველასთვის. აქ წელიწადნახევარია ვარ, ის კი 9 წელი იყო.
არ შემიძლია საკუთარი თავი მას მიღწევებით გავუტოლო, მე ჩემი გზა მაქვს და მინდა, რომ მას გავყვე. თუმცა ის ფაქტი, რომ რონალდუსთან მახსენებენ - უკვე საამაყოა.
მე მხოლოდ საკუთარი სვლით სიარულზე ვფიქრობ, გუნდის დახმარება და ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მინდა." - აღნშნა რეალის ათიანმა.