მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტეფანო პიოლიმ შესაძლოა ალ ნასრი დატოვოს და რომა ჩაიბაროს.
იტალიური SportItalia-ს ინფორმაციით, საუდურ კლუბში მწვრთნელის მდგომარეობა კრიტიკულია. იტალიელი სპეციალისტი პრობლემებს წააწყდა როგორც სათამაშო კუთხით, ისე ფეხბურთელებთან ურთიერთობაშიც.
ამის ფონზე იმატა საუბრებმა პიოლის იტალიაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე. მის სახელს სერია ა-ს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ, მათ შორის - რომასაც. სეზონის ბოლოს გუნდს კლაუდიო რანიერი დატოვებს და მგლებში დანიშვნის ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ პიოლის მოიაზრებენ.
ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი იწერება, რომ პიოლის, რომელიც ალ ნასრში სექტემბერში დაინიშნა, კრიშტიანუ რონალდუსთან გაუფუჭდა ურთიერთობა და გაუარესებული შედეგების ფონზე, მწვრთნელის სკამი საგრძნობლად შეირხა.
ყველაზე მეტად პიოლის სიტუაციას ამძიმებს ჩემპიონატში გუნდის მდგომარეობა - ალ ნასრი მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ ალ იტიჰადს 10, ხოლო მეორეადგილოსან ალ ჰილალს 6 ქულით ჩამორჩება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები