მთავარი

სიახლეები

სპორტის გურუ

ქვიზები

პორტუგალიამ დრამატული დაპირისპირება შემოატრიალა და ერთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა

პორტუგალიამ დრამატული დაპირისპირება შემოატრიალა და ერთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა

10 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ერთა ლიგის 1/4 ფინალში პორტუგალიის ნაკრებმა დანიასთან ორმატჩიანი დაპირისპირება შემოატრიალა.


პირველი მატჩის 0:1 წაგების შემდეგ, მეორე თამაშიც პორტუგალიელთათვის საშინლად დაიწყო, როცა მე-6 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გააფუჭა.


მიუხედავად ამისა, პორტუგალიამ ტაიმი ანდერსენის ავტოგოლით მოიგო და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა.


მეორე ნახევარში, კრისტენსენის მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ რონალდუმ გაფუჭებული პენალტი გამოისყიდა და თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა, თუმცა აქედან 4 წუთში კრისტიან ერიქსენმა კვლავ წონასწორობა აღადგინა და პორტუგალია გავარდნის პირას დააყენა.


მშველელად ევროპელ ბრაზილიელებს ტრინკაო მოევლინათ, რომელმაც ჯერ 3:2 გახადა ანგარიში და მატჩი ექსტრა-ტაიმში გადაიყვანა, შემდეგ კი იქაც შეაგდო და დანიელების იმედი საბოლოოდ დაასამარა.


დარჩენილ დროში გონსალო რამოშმაც შეძლო გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში 5:2 დააფიქსირა. 


ამ გამარჯვებით პორტუგალია ერთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა. 

ნიკა შაქარაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები