2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქეთი - უნგრეთის მატჩში არდა გიულერს და დომინიკ სობოსლაის კონფლიქტი მოუვიდათ - თურქმა ვიზავის გაჩუმებისკენ მოუწოდა, თამაშის შემდეგ კი სობომ სოციალურ ქსელში "1088" დაწერა და ამ სეზონში გიულერის სათამაშო წუთები აიგდო საცინად.
ამით ყველაფერი არ დასრულებულა და სოციალურ ქსელში სობოსლაის გიულერმაც უპასუხა:
„ეს ბიჭი სასაცილოა. დავიჯერო, 6 გოლი არაა საკმარისი, რომ ხმა ჩაიწყვიტო?" - წერს ინსტაგრამ სთორიზე რეალის ნახევარმცველი.
ორი მატჩის ჯამში თურქეთმა უნგრეთს 6:1 მოუგო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები