მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა მადრიდის რეალთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.
როგორც ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება, რეალმა ლივერპულის მცველთან კონტრაქტი საბოლოოდ შეათანხმა. ტრენტი მადრიდულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 1 ივლისს შევა ძალაში, როცა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.
სავარაუდოდ, ალექსანდრ-არნოლდის ხელფასი რეალში გადასახადების გადახდამდე 15 მილიონი ევრო იქნება, ასევე მასში იქნება გათვალისწინებული შედეგიანობის ბონუსები და ფეხბურთელი კლუბისგან უფასოდ მოსვლისთვის გარკვეულ ბონუსსაც მიიღებს.
ლივერპულში ტრენტის ხელფასი წლიურად 11 მილიონი ევროა.
"ლივერპულში ყველაფერი მოიგო, ახლა კი უდიდეს გუნდში მიდის" - დინი ტრენტზე
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები