მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაფაელ ვარანმა განმარტა, რატომ გადაწყვიტა 2021-ში რეალიდან მან იუნაიტედში გადასვლა.
„2018 წელს ყველაფერი მოვიგე. სწრაფად აღვნიშნეთ მე-4 ჩემპიონთა ლიგის მოგება, ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად მოხდა. მუდმივი მიზანი იყო ჩემპიონთა ლიგის მოგება და მეორე დღესვე შემდეგ მოგებაზე ფიქრი.
შემდეგ მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატიც და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ყველაფერს მივაღწიე. დადგა ჩემი ცხოვრების ეტაპი, როცა გადავეწყე, გადავიაზრე რაღაცები, რაც ჩემს კარიერას ეხებოდა და ვიფიქრე, რომ კვლავ მჭირდება რარაც, რაც ჩემში დიდ ემოციას გამოიწვევს, ამიტომ უნდა მეცადა რაღაც ახალი.
რეალი შეუძლებელია აღწერო, ის განსაკუთრებული და საოცარია, მაგრამ იქ უკვე ყველაფერი შევიგრძენი, რაც შესაძლებელი იყო. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ რაღაც ახალი მჭირდება.
ჩემთვის ინგლისი და განსაკუთრებით მანჩესტერი არის ის ადგილი, სადაც ფეხბურთის მიმართ ვნებას გრძნობ, ფეხბურთით ცხოვრობ, ყოველდღე. ახლა, ამდენი წლის შემდეგაც კი, არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ ეს საოცარი გამოცდილება გამოვიდა." - აღნიშნა ფრანგმა, რომელსაც კარიერის დასრულება ტრავმების გამო 31 წლის ასაკში მოუწია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები