მადრიდის რეალის მწვრთნელი გუნდის შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ Real Madrid TV-ს გაესაუბრა
"სამუშაო ძალიან უნდა დავაჩქაროთ, ერთმანეთის გასაცნობად და სავარჯიშოდ ბევრი დრო არ გვაქვს. გუნდის შენებას ახლა ვიწყებთ და პირველ მატჩამდე მხოლოდ 3 ვარჯიში ესწრება. ტურნირს დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით, იმედი გვაქვს რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და ფინალამდე მივაღწევთ." - განაცხადა ალონსომ.
ესპანელი სპეციალისტი ვინისიუსს, ანდრეი ლუნინს და არდა გიულერს შეხვდა, რომლებიც გუნდს სასტუმროში შეუერთდნენ. ალონსოს ასევე ჰკითხეს, თუ როგორია მისი პირველი დღეები რეალში.
"პირველმა დღეებმა ძალიან პოზიტიურად ჩაიარა, ფეხბურთელებს ყოველდღიურად ცოტათი უფრო მეტად ვიცნობ და მათთან ძალიან საჭირო კომუნიკაციები მაქვს." - განმარტა ესპანელმა.
მადრიდის რეალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს თბილისის დროით ოთხშაბათს, 23:00 საათზე შეუერთდება და პირველ მატჩს ალ ჰილალის წინააღმდეგ გამართავს.