3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტრენტ ალექსანდრ არნოლდთან თითქმის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მადრიდის რეალი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს.
როგორც ესპანური COPE იტყობინება, სამეფო კლუბი მზადაა სოსიედადის და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, მარტინ სუბიმენდის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს.
რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ, რეალმა ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტა და არც მისი საკმაოდ მაღალი ფასი აშინებს.
გამოსასყიდი თანხის გადახდა კი იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ფეხბურთელის ხელში გადავა - ის თავად გადაწყვეტს თავის მომავალს, კონკრეტულად კი იმას, სურს თუ არა რეალში გადასვლა.
გასულ ზაფხულს ამავე თანხის გადახდისთვის მზად ლივერპულიც იყო, თუმცა ინგლისში გადაბარგებაზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა და მშობლიურ კლუბში დარჩა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები