მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნი თომას მიულერთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
როგორც Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, მოლაპარაკებების ორი ეტაპის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ფეხბურთელი კლუბისგან ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ვერ მიიღებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ გუნდში გატარებული 16 წლის შემდეგ, მიულერს ზაფხულში ახალი კლუბის ძიება მოუწევს, რადგან მისი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს იწურება.
ამ სეზონში 35 წლის ვეტერანმა ბუნდესლიგის 22 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ შემცირებული სათამაშო დროის მიუხედავად, პრიორიტეტად მისთვის ბაიერნში დარჩენა რჩება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები