მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნის იაპონელი მცველი ჰიროკი იტო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ფეხბურთლმა ფეხის ტერფის ძვალი მოიტეხა და რამდენიმე თვეს გამოტოვებს. ამ სეზონში ფეხბურთელი ნამდვილად ვეღარ ითამაშებს.
ბოლო პერიოდში იტო ბაიერნის მესამე მცველია, რომელმაც სერიოზული დაზიანება მიიღო.
სანაკრებო პაუზის დროს მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა ალფონსო დევისმა, რომელიც ამ სეზონში ასევე ვერ ითამაშებს. ასევე, 4-დან 6 კვირამდე ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო გაუცდება დაიო უპამეკანოსაც.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები