მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის 27-ე ტურში გლადბახთან წაგების (0:1) შედეგად ლაიფციგის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მარკო როზე გაუშვა.
27 ტურის შედეგად გუნდი 42 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და ბოლო ექვსი მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლო.
ჩემპიონთა ლიგაზე საქსონურმა კლუბმა 8-დან 7 მატჩი წააგო და მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. გერმანიის თასზე გუნდი 1/2 ფინალშია, სადაც შტუტგარტს დაუპირისპირდება.
როზე ლაიფციგის მწვრთნელი 2022 წლის სექტემბერში გახდა და გუნდის სათავეში 125 მატჩი ჩაატარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, ისტორიაში მეორედ მოიგო გერმანიის თასი და პირველად - სუპერთასი.
მწვრთნელის შეცვლის მთავარ კანდიდატებად როგერ შმიდტი და ერიკ ტენ ჰაგი მოიაზრებიან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები