მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
თომას მიულერი სეზონის ბოლოს მიუნხენის ბაიერნს დატოვებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიულერს ბაიერნში სურდა დარჩენა, თუმცა კლუბი მას ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს.
უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის ფორმალური დეტალები გაირკვევა, რის შემდეგაც მიულერი ბაიერნში თავისი გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის მოემზადება.
35 წლის თომას მიულერს მთელი კარიერა ბაიერნში აქვს გატარებული - 2000 წელს ის კლუბში 10 წლის ასაკში მივიდა, 2009-დან კი პირველი გუნდის სტაბილური წევრი გახდა.
ამ პერიოდში თომასმა ბაიერნის მაისურით 742 მატჩი ჩაატარა, 247 გოლი გაიტანა და 273 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები