მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები უარყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დორივალ ჯუნიორის შემცვლელად ბრაზილიელები სწორედ იტალიელს განიხილავენ.
- დაგირეკეს თუ არა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციიდან?
არა, უბრალოდ არა.
- რონალდომ თქვა, რომ ბრაზილიის ნაკრებში დაგიძახათ...
არ მახსოვს, რომ რონალდოსთან ამაზე მესაუბრა.
- კლუბში დარჩენა გსურთ?
ჩემს კონტრაქტი ყველაფერი ნათქვამია და დასამატებელი არაფერი მაქვს. ბრაზილიაც მიყვარს, მისი ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც, მაგრამ მე რეალთან მაკავშირებს ხელშეკრულება.
ის, რაც ბაზარზე ხდება, სრულიად უმნიშვნელოა. მე სეზონის ამ მონაკვეთზე ვარ კონცენტრირებული, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი საქმიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელებზე ვკონცენტრირდე და მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიო." - აღნიშნა ანჩელოტიმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები