მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპემ ისაუბრა, რამდენად ბედნიერია რეალში თამაშით.
„ერთადერთი, რაც მინდოდა - აქ თამაშია. ბერნაბეუზე, ამ მაისურით. მომესმინა, როგორ სკანდირებენ ქომაგები ჩემს სახელს, გოლები გამეტანა და ბედნიერი ვყოფილიყავი.
ფეხბურთის სიყვარულს ზიზუს და გალაქტიკოსის ქომაგობით ვიწყებდი. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომელსაც ისეთი აურა აქვს, როგორიც არცერთ სხვას.
ჩემმა მშობლებმა ამ წლებში ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და ჩემს გზაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მქონდა ოცნება, რომელიც მოგვიანებით იქცა მიზნად, ახლა კი რეალობაა. მინდა ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო რეალთან ერთად.
სახეზე ყოველთვის მაწერია, ბედნიერი ვარ თუ არა და ახლა მე უბედნიერესი ვარ." - აღნიშნა რეალის ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები