4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დანი კარვახალმა მან სიტისთან 2022 წლის მატჩს მის კარიერაში ყველაზე გამორჩეული უწოდა.
2022 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში რეალი მან სიტისთან სტუმრად 3:4 დამარცხდა და საპასუხო თამაშსაც 0:1 აგებდა, მაგრამ როდრიგომ 90-ე და 91-ე წუთებზე ორი გოლი შეაგდო და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც მადრიდელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და ფინალში გავიდნენ.
„ყველაზე განსაკუთრებული საღამო მან სიტისთან იყო - მსგავსი არასდროს არაფერი მიგძვნია.
განსაკუთრებული შეგრძნებები იყო - ექვს დამატებულ წუთში ანგარიშიც გავათანაბრეთ და საოცარი ატმოსფერო შევქმენით.
რეთმანეთს ვუყურებდით და თავი კოლიზეუმში მყოფი გლადიატორები გვეგონა." - აღნიშნა კარვახალმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები