მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგანესის კარში გატანილი დუბლით კილიან მბაპემ რეალის მაისურით გოლების რაოდენობა 33-მდე გაზარდა.
ამ მაჩვენებლით ის კრიშტიანუ რონალდუს გაუტოლდა, რომელმაც რეალში თავის სადებიუტო სეზონში სწორედ 33 გოლის გატანა შეძლო. პორტუგალიელმა ეს 35 მატჩში გააკეთა, ფრანგს კი 45 თამაშის ჩატარება დასჭირდა.
VIDEO: კარიერაში პირველად - კილიან მბაპემ ჯარიმა გაიტანა
იმისთვის, რომ რეალის ისტორიაში დებიუტანტებს შორის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდეს, მბაპეს სეზონის ბოლომდე კიდევ 5 გოლის გატანა სჭირდება.
ამ დრომდე, ამ საპატიო წოდებას ივან სამორანო ინარჩუნებს, რომელმაც რეალის მაისურით თავის პირველ სეზონში 45 მატჩში 37 გოლის გატანა შეძლო.
1. ივან სამორანო - 37 გოლი 45 მატჩში
2. კრიშტიანუ რონალდუ - 33 გოლი 35 მატჩში
3. კილიან მბაპე - 33 გოლი 45 მატჩში
4. რუდ ვან ნისტელროი - 33 გოლი 47 მატჩში
5. რონალდო - 30 გოლი 44 მატჩში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები