მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალესანდრო ნესტამ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელშიც მილანი ლივერპულთან პენალტებში დამარცხდა, მაშინ როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდა.
„იაპ სტამი გვყავდა გუნდში - რა ცხოველი იყო, ღმერთო ჩემო!
თამაშის დასაწყისში ერთმანეთს ვუთხარით, რომ მეტოქე უნდა გაგვეტეხა. ძალიან დამუხტულები და ცივსისხლიანები ვიყავით.
შესვენებაზე გასახდელში არავინ არ ზეიმობდა, ეს სხვა გუნდიდან ვიღაც სულელმა მოიგონა, მისი სახელიც კი არ ვიცი. პირიქით, ატმოსფერო ძალიან დაძაბული იყო და ვიცოდით, რომ მატჩის დამთავრებამდე შორი იყო.
იცით, ვინ დაეხმარა ლივერპულს, რომ არ ჩამოშლილიყო? ჯერარდი. ის ყველგან იყო, ნამდვილი ცხოველი. მეორე ტაიმში გოლი გავუშვით, შემდეგ როგორღაც კიდევ ერთი. ამის მერე, საჯარიმოში დავჯარიმდით და... 3:3-ს შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო. დუდეკმა შევჩენკოს დარტყმის შემდეგ საოცარი სეივი შეასრულა, თავადაც ვერ ხვდება, ეს როგორ გამოუვიდა. შემდეგ იყო პენალტები და მარცხი.
გასახდელში არავინ არაფერს არ ლაპარაკობდა, ამის უფლებაც კი ვერავინ მისცა თავს. ოჯახებთან ერთად სავახშმოდ წავედით და მაგიდასთან სრული სიჩუმე იყო. განადგურებულები ვიყავით.
გატუზოს ზაფხულში წასვლა უნდოდა, მაგრამ გალიანიმ გადააფიქრებინა. ყველანი დიდ დეპრესიაში ვიყავით. მთელი ის ზაფხული მეღვიძებოდა და ვფიქრობდი: "არა, ეს შეუძლებელია. ტყუილია."
ამის შემდეგ, ერთმანეთს კვლავ შევხვდით და დავეხმარეთ გადატვირთვაში. მყარი იტალიური ხერხემალი გვყავდა, სწორი ბიჭები. ერთმანეთს ვუთხარით, რომ ასე ყველაფერი არ უნდა დამთავრდეს და მუშაობას დავუბრუნდით. მალდინიმ სწორი სიტყვები შეარჩია: "მოდით, მკლავები ავიწიოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ." - აღნიშნა მილანის ექს-მცველმა Amazon Prime-სთან ინტერვიუში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები