მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლაუტარო მარტინესი და დენზელ დუმფრისი ინტერს რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარებიან.
როგორც იცით, დუმფრისიც და მარტინესიც დისკომფორტის გამო მარტში თავიანთ ნაკრებებს ვერ დაეხმარნენ.
ლაუტაროს დაბრუნება 5 აპრილს, პარმასთან მატჩშია მოსალოდნელი. შესაბამისად, ის გამოტოვებს უდინეზესთან ჩემპიონატის და მილანთან სათასო შეხვედრას.
რაც შეეხება დუმფრისს, ის სავარაუდოდ სამივე ამ თამაშს გამოტოვებს.
ორივეს სურვილია, ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩს მზადყოფნაში შეხვდეს, თუმცა მხოლოდ დამატებითი გამოკვლევები დაადგენს, მოასწრებენ თუ არა ფეხბურთელები გერმანულ გრანდთან მატჩისთვის მომჯობინებას.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები