მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა, დორივალ ჯუნიორმა, რეალის შემტევზე, ენდრიკზე ისაუბრა.
„ენდრიკს ყურადღებით ვაკვირდებით. ევროპაში ბოლო მგზავრობის დროს, ანჩელოტის მის სიტუაციაზე 2.5 საათი ველაპარაკე. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მაგრა ძირითადად - ენდრიკზე.
ის ძალიან შეცვლილია იმასთან შედარებით, როგორიც ერთი წლის წინ იყო. პალმეირასში დიდებული საქმე შეასრულეს და ენდრიკი ახლა ბევრად უფრო გაზრდილია, რაც ბუნებრივია. თუმცა მგონია, რომ თავისი წვლილი ევროპაში გატარებულმა წელიწადმაც შეიტანა. აქ რომ დარჩენილიყო, მისი განვითარება ცოტა სხვაგვარად წავიდოდა, რადგან ენდრიკი ყოველ ვარჯიშზე დიდ ყურადღებას იპყრობდა.
ახლა უბრალოდ დროის ამბავია, როდის გახდება ის ნაკრების სტაბილური წევრი. ჩვენს გუნდს უფრო მეტი ბურთის ფლობა სჭირდება, ამიტომაც კოლუმბიასთან ჟოაო პედროს და მატეუს კუნიას შესაძლებლობები გამოვიყენე, რომლებიც ფლანგების როტაციის შესაძლებლობას გვაძლევენ.
როგორც კი უფრო დიდ ბალანსს და სტაბილურობას მივაღწევთ, შევძლებთ ენდრიკისგან და მისი შესაძლებლობებისგანაც მეტი ავიღოთ." - აღნიშნა მწვრთნელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები