გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის რიგებში 4 გოლი პირველად გაუშვა. ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, მის გუნდს ენფილდზე ნიდერლანდურმა პსვ-მ 4:1 მოუგო.
შეხვედრის პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ეინდჰოვენელებმა მამარდას კარში 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს.
ვინჯილ ვან დეიკთან და იბრაჰიმა კონატესთან ერთად, მამარდაშვილს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. მას კარში ზუსტად 6-ჯერ დაურტყეს და მათგან 4 გოლით დაგვირგვინდა.
5 ტურის შემდეგ, ლივერპულს 9 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას, 9 დეკემბერს, მილანის ინტერის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.