VIDEO: მე-4 საგოლე მოქმედება ლიგაზე - კვარამ ტოტენჰემთან ასისტი შეასრულა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 საგოლე მოქმედება (2 გოლი და 2 საგოლე პასი) მიითვალა. ტოტენჰემთან ასისტი გააკეთა, მისმა პსჟ-მ კი თამაში 5:3 მოიგო.
53-ე წუთზე, როცა ინგლისელები 2:1-ს იგებდნენ, კვარაცხელიამ ვიტინიას საგოლე გადაცემა გაუკეთა და პარიზელებმა ანგარიში გაათანაბრეს.
კვარამ მოედანზე 79 წუთი გაატარა, ბურთს 75-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 6-დან 5 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 53-დან 47 პასი გააკეთა ზუსტად.
პარიზელთა მხრიდან, ვიტინიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი ფაბიან რუისისა და უილიამ პაჩოს ანგარიშზეა.
ლუის ენრიკეს გუნდს 5 ტურში 12 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება - მხოლოდ ლიდერ არსენალს (15) ჩამორჩება. მომდევნო ტურში 27-ე ადგილოსან ბილბაოს ატლეტიკთან სტუმრად ითამაშებენ.