11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის ექს-თავკაცმა, რუდი გარსიამ, კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გააკრიტიკა.
ფრანგი სპეციალისტი გუნდში წინა სეზონის სტარტზე დაინიშნა, თუმცა წარუმატებელი შედეგების გამო მალევე დაითხოვეს.
„თავიდან მეგონა, ჯენტლმენთან მქონდა შეხება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის არის კაცი, რომელიც ერევა იქ, სადაც მისი საქმე არ არის.
დავისაჯე იმის გამო, რომ ვუთხარი, თავისი საქმე ეკეთებინა. მან კი მიპასუხა, რომ არაფერი მიშველიდა, თუ არ მოვუსმენდი. მას უნდოდა, რომ 45 წუთი ერთი ფეხბურთელი მეთამაშებინა, მეორე ნახევარში კი მოედანზე სულ სხვა მოთამაშე შემეყვანა.
60 წლის კაცი ვერ მეტყვის, ვინ უნდა ვათამაშო მოედანზე.
ნაპოლიში რომ დავრჩენილიყავი, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებდით, მე-10 ადგილზე გასვლის ნაცვლად.
ლაურენტისი კარგად ერკვევა ფილმებში, მაგრამ ბევრი არაფერი იცის ფეხბურთზე." - აღნიშნა გარსიამ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები