უეინ რუნის აზრით, ალექსანდრ ისაკი დღეს ლივერპულის სასტარტოში თამაშს არ იმსახურებს.
პრემიერ ლიგის 4 მატჩში შვედმა ფორვარდმა ლივერპულის მაისურით ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა.
„მე ისაკს მოედანზე არ შევუშვებდი. ნიუკასლიდან გადმოსვლის შემდეგ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ის სათამაშოდ მზად არის.
მას არ უვარჯიშია, პრესეზონიც არ გაუვლია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სანამ ნიუკასლი ვარჯიშობდა, ის ალბათ დღეში 6 საათი სახლში იჯდა და თავის აგენტს ტელეფონზე ელაპარაკებოდა, ტრანსფერის მოლოდინში.
რთულია, როცა მოსამზადებელ ეტაპს ვერ გადიხარ. შესაძლოა, მას ინდივიდუალურადაც ევარჯიშა, მაგრამ ახლა ისაკი ამ ყველაფრის შედეგს იმკის.
უშუალოდ თამაშით, ისაკი ეკიტიკეზე წინ ყოფნას და სასტარტოში თამაშს არ იმსახურებს." - აღნიშნა მანჩესტერის ლეგენდამ.