უეინ რუნიმ ჰარი მაგუაიერზე ისაუბრა, რომელმაც ლივერპულთან გუშინდელ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ძალიან გამიჭირდებოდა იმ ყველაფერთან გამკლავება, რის გამოვლაც ჰარი მაგუაიერს მოუწია. ის მრავალი წლის მანძილზე დაცინვის ობიექტი იყო.
ჰარი დაუჯერებლად ძლიერია, რადგან ასეთი სირთულეები გამოიარა. მას დასცინოდნენ, ის კი მსოფლიო ჩემპიონატების სიმბოლურ გუნდებში ხვდებოდა.
ეს იყო ნამდვილი ჩაგვრა - მას ყველა მხრიდან დასცინოდნენ, ამიტომ რადგან მან ეს ყველაფერი უკან მოიტოვა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის ძლიერი ადამიანია.
ძალიან მახარებს, რომ მან ეს რთული სიტუაცია უკან მოიტოვა და დაამტკიცა, რა შეუძლია." - აღნიშნა იუნაიტედის ექს-ფეხბურთელმა.