ენფილდზე ლივერპულის დამარცხების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა კომენტარი გააკეთა.
VIDEO: ლივერპულის ზედიზედ მე-4 მარცხი - იუნაიტედმა ენფილდზე 2016 წლის შემდეგ პირველად მოიგო
„ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება მანჩესტერ იუნაიტედში ჩემი ყოფნის განმავლობაში.
დღეს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხვალ აღარ ექნება. ეს არის სამი ქულა და კარგი გამარჯვება. ვიბრძოდით თითოეულ ბურთზე, მაგრამ მეორე ტაიმში სიმშვიდე დავკარგეთ. სულისკვეთება იქ იყო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
თუ ასეთი სული გაქვს, შეგიძლია ნებისმიერი მატჩი მოიგო.“ - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ამორიმმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ 2 მატჩი პირველად მოიგო