მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხის შემდეგ, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა.
„ეს რთული მომენტია. მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა ერთმანეთისადმი და იმის, რასაც ვაკეთებთ, რწმენა არ უნდა დაკარგონ...
რასაც ლივერპულში ვხედავ, ის არის, რომ ყველა მოთამაშე ძალიან ჩართულია. სასტარტოდან იწყებს თუ შემოსვლაზე შემოდის, ყველა კარგად თამაშობს.
ვხედავ ყველაფერს, რაც საჭიროა თამაშების მოსაგებად, მაგრამ ალბათ ჭკვიანური იქნება, თუ მოგებას ძალიან მალე დავიწყებთ.“ - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
ლივერპულისთვის დღევანდელი წაგება ზედიზედ მე-4 მარცხი იყო.
VIDEO: ლივერპულის ზედიზედ მე-4 მარცხი - იუნაიტედმა ენფილდზე 2016 წლის შემდეგ პირველად მოიგო