პრემიერ ლიგის მე-8 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ლივერპულს 1-2 მოუგო.
VIDEO: ლივერპულის ზედიზედ მე-4 მარცხი - იუნაიტედმა ენფილდზე 2016 წლის შემდეგ პირველად მოიგო
ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელისთვის, რუბენ ამორიმისთვის, რომელმაც პრემიერ ლიგაში ზედიზედ 2 მატჩი პირველად მოიგო.
პორტუგალიელ სპეციალისტს ამისთვის წითელ ეშმაკებთან ერთად 35 თამაში დასჭირდა. ამორიმის გუნდმა წინა ტურში სანდერლენდი დაამარცხა 2-0, ახლა კი ენფილდზე ლივერპულს სძლია.
მომდევნო ტურში იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე ბრაიტონს მიიღებს.