VIDEO: ლივერპულის ზედიზედ მე-4 მარცხი - იუნაიტედმა ენფილდზე 2016 წლის შემდეგ პირველად მოიგო
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-8 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ლივერპულს მოუგო.
ენფილდზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მე-2 წუთზე ამორიმის გუნდი მბიუმოს გოლით დაწინაურდა და დიდხანს იგებდა, სანამ 78-ზე კოდი გაკპომ არ აღადგინა წონასწორობა.
თუმცა, 84-ზე ჰარი მაგუაიერმა გამარჯვების გოლი გაიტანა და იუნაიტედს ენფილდზე 2016 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა.
ლივერპუილის სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა მატჩი გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 98 წუთში ორი სეივით გამოიჩინა თავი და SofaScore-სგან 6.5 შეფასება მიიღო.
ლივერპულმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-4, პრემიერ ლიგაში კი მიჯრით მესამე მატჩი წააგო და 15 ქულით მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა, იუნაიტედმა კი 13 ქულა დააგროვა და მე-9 პოზიციაზე ავიდა.