MMA-ში მომზადებას საბა ლაზიშვილი მერაბ დვალიშვილის MMA აკადემიაში დაიწყებს.
23 ნოემბერს თბილისი ცენტრალში მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია იხსნება.
,,UFC-ის ჩემპიონობისთვის მომზადებას საბა მერაბ დვალიშვილის MMA აკადემიაში დაიწყებს." - წერია აკადემიის გვერდზე.
,,ჩემი გეგმა არის, რომ კარიერა გავაგრძელო MMA-ში. როგორც მოგეხსენებათ, მერაბი ხსნის დარბაზს თბილისში, 23 ნოემბერს. მეც ჩავერთვები MMA მომზადებაში მერაბის დარბაზში, ეს არის მთავარი გეგმა." - ამბობს ლაზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილმა RAF-ის სადებიუტო ღონისძიებაზე ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, ინსტაგრამზე კი მას უკვე 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
VIDEO: საბა ლაზიშვილის ტრიუმფალური დებიუტი RAF-ში!