გუშინ, საქართველო - უნგრეთის მატჩის მიმდინარეობისას, ჩვენი ნაკრების ტრავმირებული კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია პირდაპირ ეთერს ატარებდა პლატფორმა „Twitch-ზე".
თამაში ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნის პატივსაცემი წუთიერი დუმილით დაიწყო, რა დროსაც კვარაც, რომელმაც გასულ თვეში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ფეხზე წამოდგა.
„ფეხის დადგმა მუხლის გამო მიჭირს, მაგრამ ნემსას წუთიერ დუმილზე უნდა წამოვდგე მეც უეჭველი.
ნემსა იყო 17-წლამდელებში ჩემი მწვრთნელი და უდიდესი როლი აქვს ჩემს განვითარებაში.
მისი ძალიან მადლობელი ვარ და ძალიან განვიცადე ეს ყველაფერი." - აღნიშნა კვარამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე, 2026 წლის 21 ოქტომბერს, გულის შეტევით 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.