იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,წარმოუდგენელია, რომ გოლი ვერ გაგვაქვს" - როგორ შეაფასა სვანაძემ უნგრეთთან მატჩი?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,წარმოუდგენელია, რომ გოლი ვერ გაგვაქვს" - როგორ შეაფასა სვანაძემ უნგრეთთან მატჩი?

35 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 0-2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

,,მეორე ტაიმში უნგრეთმა ტემპს მოუმატა, თუმცა ბევრი ხიფათი არ შექმნილა ჩვენს კართან. ვეცადეთ, რომ სტანდარტულები დაგვებალანსებინა, რამდენიმე ფეხბურთელმა სწორედ ამის გამო ვერ დაიწყო სასტარტოში.

პროცესში სტანდარტულების შეცვლა რთულია. პირველი გოლი გავუშვით სტანდარტულიდან, რაც მე ვარ მწვრთნელი. წაგება უფრო კონცენტრაციის ნაკლებობისა და უყურადღებობის ბრალია.

პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი ბევრი არაფერი იყო, ასეთი კარგი პირველი ტაიმი დიდი ხანია არ გვქონია. სამწუხაროა და წარმოუდგენელია, რომ გოლი ვერ გაგვაქვს.

განსხვავებით წინა მატჩებისა, მომენტების სიმცირე ამ თამაშში ნამდვილად არ გვქონია. 2 მომენტი გვქონდა, როცა ორი ერთზე ვიყავით და აუცილებლად გოლით უნდა დაგვესრულებინა. პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენშია და ვეცდებით ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.

აქედან გამოსავალი არის მოგება და რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ, ფსიქოლოგიური მხარე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თითქოს რწმენა დავკარგეთ.

ამას ემატება ისიც, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, რომელთან ერთადაც თამაში უფრო სხვანაირი იქნებოდა. მოთამაშეებს ოსტატობა ნამდვილად არ აკლიათ.

ცუდი პერიოდი გვაქვს, არ ვიცი, რას დავაბრალო. იმედი მაქვს, რომ 3 დღეში ეს სერია გამოსწორდება. უფრო მეტად ფსიქოლოგიური მომენტია, თორემ ხარისხობრივად ფეხბურთელებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.

ცვლილელები არ ვიცით ჯერ, ფეხბურთელების მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. კიდევ ერთ რთულ თამაშს ველოდებით. ვეცდებით, რომ შემოვატრიალოთ ის პროცესი თუ სიტუაცია, სადაც ვართ.

პირველ რიგში, უნდა გავაკეთოთ ის, რომ ვაღიაროთ, რა ეტაპზე ვართ. მოცემულობა უნდა მივიღოთ და მერე უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევცვალოთ ეს ყველაფერი. ამაზე ფიქრი ჩემი მოსვლის დღიდან დაწყებულია.

ვიცოდი იმ წნეხისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მელოდა, ყველაფერი კეთდება ამის გამოსასწორებლად. ეს ჩავარდნა ჩემს მოსვლამდე დაიწყო და ამის გამოსწორებას ერთად ვცდილობთ.” - განაცხადა სვანაძემ.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 17 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ, სლოვაკეთში გამართავს.

,,ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ" - ლოჩოშვილი უნგრეთთან მატჩის შემდეგ

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
რამაზ სვანაძე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მორიგი უგოლო მატჩი - საქართველო უნგრეთთან დამარცხდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მორიგი უგოლო მატჩი - საქართველო უნგრეთთან დამარცხდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაგნიძის 7.5 და კაკაბაძის 6.1 - ნაკრების საუკეთესო და ყველაზე სუსტი რგოლები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაგნიძის 7.5 და კაკაბაძის 6.1 - ნაკრების საუკეთესო და ყველაზე სუსტი რგოლები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ვაცნობიერებთ, რომ რთული პერიოდი გვიდგას" - რა თქვა გაგნიძემ მატჩის შემდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ვაცნობიერებთ, რომ რთული პერიოდი გვიდგას" - რა თქვა გაგნიძემ მატჩის შემდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ" - ლოჩოშვილი უნგრეთთან მატჩის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ" - ლოჩოშვილი უნგრეთთან მატჩის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

მორიგი უგოლო მატჩი - საქართველო უნგრეთთან დამარცხდა

News image

2 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება