სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 33-ე ტურში მანჩესტერ სიტი ლუტონ თაუნს უმასპინძლებს.
მანჩესტერ სიტი - ლუტონი (19:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
მანჩესტერ სიტი დააკვირდება ფილ ფოდენის სიტუაციას, რომელმაც მადრიდის რეალთან შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო.
შეუძლოდ ყოფნის შემდეგ გუნდს უბრუნდება კევინ დე ბრუინი, ასევე თამაშისთვის მზადაა ედერსონიც, კაილ უოკერი და ნათან აკე კი კვლავ ვერ დაეხმარებიან გუნდს.
ისა კაბორე სიტის ეკუთვნის და სწორედ ამის გამო ვერ მიიღებს მატჩში მონაწილეობას, გაბრიელ ოშო კი მუხლის ტრავმის შემდეგ დაბრუნებასთან ახლოსაა.
მანჩესტერ სიტი
მან. სიტი ყველა ტურნირზე ბოლო 26 მატჩია დაუმარცხებელია (21 მოგება, 5 ფრე).
გვარდიოლას გუნდს ასევე 16 შეხვედრაა პრემიერ ლიგაში არ წაუგია (12 მოგება, 4 ფრე).
სიტის 2 მატჩი აკლია კლუბის რეკორდის გამეორებამდე, რომელიც სახლში 42-მატჩიან წაუგებელ სერიას ითვლის. ეს რეკორდი 1919-21 წლებშო დამყარდა.
გუნდს შეუძლია პრემიერ ლიგის ზედიზედ მე-3 შეხვედრაში 4 ან მეტი გოლი გაიტანოს, რაც 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა.
ფილ ფოდენმა ბოლო 9 პრემიერლიგურ თამაშში 9 გოლო გაიტანა და 50-გოლიან ნიშნულამდე 1 ბურთი აკლია.
კევინ დე ბრუინის ანგარიშზე ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში ამ სეზონში 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
როდრი სიტის მაისურით ყველა ტურნირზე 66 შეხვედრაა დაუმარცხებელია. მის გარეშე კი გუნდმა ჩემპიონატში ბოლო 4 მატჩი წააგო.
ლუტონი
ლუტონის ბორნმუთთან მოგებულმა შეხვედრამ გუნდის 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (3 ფრე, 7 წაგება).
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ლუტონსა და შეფილდს არ აქვთ გასვლით დაპირისპირებაში კარი მშრალად შენახული.
გუნდს ამ სეზონში ერთადერთხელ აქვს ზედიზედ 2 მატჩი მოგებული.
რობ ედვარდსის გუნდმა ამ სეზონში ჩემპიონატის მხოლოდ 5 თამაშში ვერ შეძლო გოლის გატანა.
არსენალისა (19) და ევერტონის (15) შემდეგ ლუტონს (14) ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი სტანდარტულებიდან (პენალტების გარეშე).
ურთიერთშეხვედრები
მანჩესტერ სიტიმ ბოლოს უმაღლეს დივიზიონში ლუტონს 1992 წელს უმასპინძლა და მეტოქე 4-0 დაამარცხა.
1999 წელს კი გუნდები ერთმანეთს მესამე დივიზიონში შეხვდნენ, სადაც გამარჯვებული ისევ სიტი გამოდგა (2-0).
გუნდების ბოლო დაპირისპირება FA თასზე შედგა, სადაც სიტიმ 2-6 იმარჯვა, ერლინგ ჰალანდმა 5 გოლი გაიტანა, კევინ დე ბრუინმა კი 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სავარაუდო შემადგენლობები
მან.სიტი (4-2-3-1) - ედერსონი; აკანჯი, დიაში, სტოუნსი, გვარდიოლი; როდრი, კოვაჩიჩი; დოკუ, დე ბრუინი, სილვა; ჰალანდი.
ლუტონი (3-4-2-1) - კამინსკი; ჰაშიოკა, მენჯი, ბურკი; ონიედინმა, ბარკლი, კლარკი, დოტი; ტაუნსენდი, ჩონგი; მორისი.
მატჩის მთავარი არბიტრი ჯონ ბრუკსი იქნება, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 85 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 5 პენალტი დანიშნა.
სიტი სატურნირო ცხრილში 70 ქულით მესამეა და ლიდერებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ლუტონი კი 25 ქულით მე-18 ადგილზეა და პრემიერ ლიგაში დასარჩენად იბრძვის.
კომენტარები