საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ბორჯღალოსნების ისტორიაში საიუბილეო მე-300 მატჩში ჩვენმა გუნდმა ტონგას ნაკრები 55-31 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ქართველებმა 22-14 იმარჯვეს. ლელოები ვანო კარკაძემ (2) და ვასილ ლობჟანიძემ დადეს, 2 გარდასახვა და 1 ჯარიმა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი თამაში გაგრძელდა და ტაიმი 33-17 დასრულდა.
ლელოებით თავი დავით ნინიაშვილმა, აკაკი ტაბუცაძემ (2), ბექა საღინაძემ და გელა აფრასიძემ გამოიჩინეს, 4 გარდასახვა კი თავის მონაგარს ლუკა მატკავამ დაამატა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველომ კანადა 59-14 გაანადგურა, ახლა კი ტონგა 55-31 დაამარცხა.
ბორჯღალოსნებმა ერთა თასზე ხუთივე მატჩი მოიგეს და პირველ ჯგუფს 24 ქულით ლიდერობენ, მომდევნო შეხვედრას კი 21 ნოემბერს აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ კლავ სახლში გამართავენ.