მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში მადრიდის რეალი დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება.
საკლუბო მუნდიალის ყველა 1/4 ფინალური წყვილი გაირკვა
ამ დაპირისპირების დამატებითი ინტრიგა ძმები ბელინგემების დაპირისპირება უნდა გამხდარიყო - რეალში ჯუდი თამაშობს, დორტმუნდში კი ამ ზაფხულს მისი უმცროსი ძმა, ჯობი გადავიდა.
თუმცა, სამწუხაროდ, რეალისა და დორტმუნდის უახლოეს შეხვედრაში ძმები ერთმანეთს საფეხბურთო მოედანზე ვერ დაუპირისპირდებიან.
მონტერეისთან დღევანდელ 1/8 ფინალურ მატჩში ჯობ ბელინგემმა ამ ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
შესაბამისად, 1/4 ფინალურ მატჩში მოედანზე მხოლოდ უფროსი ბელინგემი იქნება.