მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულის შემადგენლობაში მორიგი საოცარი მატჩი ჰქონდა მოჰამედ სალაჰს, მერსისაიდელებმა ვესტ ჰემი სტუმრად 0-5 გაანადგურეს, ეგვიპტელმა კი გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
სალაჰმა 2017-18 წლებიდან მოყოლებული უკვე ზედიზედ მე-8 სეზონში შეძლო 20 გოლის გატანა.
ასევე ამ სეზონში მოჰამედს უკვე 8 ისეთი მატჩი დაუგროვდა, სადაც გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ეს კი პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ერთი მოთამაშის მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია და ჯერ კიდევ დეკემბერია.
7-7 ასეთი მატჩი სხვადასხვა სეზონში ბრუნო ფერნანდეშს (2020-21), ჰარი კეინს (2020-21), რობინ ვან პერსის (2011-12), ტიერი ანრისა (2002-03) და ალან შირერს (1994-95) ჰქონიათ.
ასევე სალაჰმა პრემიერ ლიგის ყველა დროის ასისტენტთა სიაში დევიდ ბექჰემს გადაასწრო და 81 საგოლე გადაცემით მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელმა უკვე გააუმჯობესა საკუთარი შარშანდელი სტატისტიკა, პრემიერ ლიგის წინა სეზონში მან 32 მატჩში 28 გოლში მიიღო მონაწილეობა, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში კი უკვე 30 გოლი გავიდა მისი მონაწილეობით.
ლივერპულის ლიდერის ანგარიშზე 17 გოლი და 13 ასისტია და ის ორივე მაჩვენებლით პრემიერ ლიგის ამ სეზონში საუკეთესოა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები