• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სამხრეთ კორეის მწვრთნელი პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ გადადგა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

სამხრეთ კორეის მწვრთნელი პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ გადადგა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჰონგ მიუნგ-ბომ სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.


სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰონგ მიუნგ-ბომ, თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა და ქვეყნის პრეზიდენტის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.


57 წლის ყოფილი კაპიტანი, რომელიც ნაკრებს უკვე მეორედ წვრთნიდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ადრეული გამოვარდნის გამო მეორედვე გააკრიტიკეს, პირველად ეს 2014 წელს მოხდა.


სამხრეთ კორეა ფავორიტად ითვლებოდა A ჯგუფიდან გასასვლელად, სადაც მასპინძელ მექსიკასთან ერთად სამხრეთ აფრიკა და ჩეხეთი თამაშობდნენ.


თუმცა, გუნდმა სამხრეთ აფრიკასთან და მექსიკასთან 1:0 წააგო, მხოლოდ ჩეხეთთან მოიგო 2:1 და 3 ქულით ჯგუფში ჩარჩა.


„ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ფეხბურთელების შერჩევა ან ვარჯიშებისა და მატჩებისთვის მზადება მიწევდა, საკუთარ თავს ყოველთვის ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამდი: ‘ეს სწორი არჩევანია კორეული ფეხბურთისთვის?’“ - განაცხადა ჰონგმა მექსიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას.


ვერ ვიტყვი, რომ ყველა ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული მათგანი კორეული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე.


ჰონგის გადადგომა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, ლი ჯე მიუნგის, მკაცრ განცხადებას რამდენიმე საათში მოჰყვა.


პრეზიდენტმა გუნდის წარუმატებლობაში „არაკომპეტენტური ადამიანები“ დაადანაშაულა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.


„როდესაც ერთგულებასა და დაჯგუფებებს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე კომპეტენციას, და ხელმძღვანელ თანამდებობებზე არაკომპეტენტური ადამიანები ინიშნებიან, შედეგი თითქმის გარდაუვალია,“ - დაწერა ლიმ სოციალურ ქსელ X-ში.


მინდა საზოგადოებას გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ მიუღებელი შედეგით გამოწვეული უდიდესი იმედგაცრუებისთვის.


სპორტის მართვის სისტემის რეფორმირებას სწრაფად დავიწყებთ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.“


ჰონგი ტურნირამდეც ძლიერ არაპოპულარული ფიგურა იყო როგორც გულშემატკივრებში, ისე სამხრეთ კორეულ მედიაში.


განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია მისმა გადაწყვეტილებამ, სამხრეთ აფრიკასთან გადამწყვეტ მატჩში, სადაც კორეას გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, ვეტერანი კაპიტანი სონ ჰიუნგ-მინი სათადარიგოთა სკამზე დაეტოვებინა. ეს რისკიანი ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა.


ჰონგი, რომელსაც 2024 წლის ივლისში დანიშვნის შემდეგ საშინაო მატჩებზე ხშირად უსტვენდნენ, გადადგომის შემდეგაც ეროვნულ გუნდს მხარდაჭერა აღუთქვა:


ყოველთვის სამხრეთ კორეის ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები.


მთელი გულით ვუგულშემატკივრებ გუნდს და იმედი მაქვს, რომ ის კვლავ დაიბრუნებს ხალხის ნდობასა და სიყვარულს."

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

south-korea

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე A, B და C ჯგუფებისთვის

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე A, B და C ჯგუფებისთვის
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

VIDEO: ისტორიაში პირველად - სამხრეთ აფრიკა მუნდიალის პლეიოფშია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

VIDEO: ისტორიაში პირველად - სამხრეთ აფრიკა მუნდიალის პლეიოფშია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„სრულიად გაოგნებული ვარ", - სამხრეთ კორეის ჯგუფში ჩარჩენამ პრეზიდენტის განრისხება გამოიწვია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„სრულიად გაოგნებული ვარ", - სამხრეთ კორეის ჯგუფში ჩარჩენამ პრეზიდენტის განრისხება გამოიწვია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფანები სამხრეთ კორეის მწვრთნელის ფეხბურთისგან ჩამოშორებას ითხოვენ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფანები სამხრეთ კორეის მწვრთნელის ფეხბურთისგან ჩამოშორებას ითხოვენ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

24 ივნ, 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე A, B და C ჯგუფებისთვის

News image

25 ივნ, 2026

VIDEO: ისტორიაში პირველად - სამხრეთ აფრიკა მუნდიალის პლეიოფშია

News image

14 სთ წინ

„სრულიად გაოგნებული ვარ", - სამხრეთ კორეის ჯგუფში ჩარჩენამ პრეზიდენტის განრისხება გამოიწვია

News image

3 სთ წინ

ფანები სამხრეთ კორეის მწვრთნელის ფეხბურთისგან ჩამოშორებას ითხოვენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება